22 წლის სტუდენტმა, ოჯახთან ერთად, კახეთში, სოფელ მირზაანში, ტურისტული ობიექტი მოაწყო. როგორც თავად ამბობს, მეორე კურსიდან უკვე საკუთარ ბიზნესზე დაიწყო ფიქრი და შედეგად შეიქმნა ვილაჯიო, რომელიც 10 კოტეჯს, რესტორანს და ვერანდას აერთიანებს. ვილაჯიომ პირველი დამსვენებელი მიმდინარე წლის მაისში მიიღო და ახლა, როცა რთვლის გამო კახეთის ტურისტული სეზონი მეტნაკლებად აქტიურია, დამსვენებლის სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან. სტარტაპს გაფართოების გეგმა აქვს. ადგილზე ბევრი ცვლილება უნდა განხორციელდეს. მაგრამ როგორც ვილაჯიოს შემოქმედები ამბობენ, უცვლელი დარჩება სტუმარ-მასპინძლობა.
დავით ტოკლიკიშვილი - “ვილაჯიოს” თანადამფუძნებელი;