მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

My Way Airlines-მა რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო

5b1fca865137b
მაია ბიწაძე
12.06.18 17:27
915
ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ My Way Airlines დღეს რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო. პირველი რეგულარული რეისი თბილისი-ხარკოვის მიმართულებით ბოინგ 737 800 ტიპის ავიახომალდით შესრულდა, ხვალ კი ავიაკომპანია მგზავრებს ხარკოვის მიმართულებით ბათუმიდან გადაიყვანს.

როგორც Bm.ge-ს ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა განუცხადა, 18 ივნისიდან რეგულარული რეისები თბილისი-თელავივის და ბათუმი-თელავივის მიმართულებითაც დაიწყება, რაზეც ნებართვას ისრაელის შესაბამისი უწყებიდან ელოდებიან. 20 ივნისიდან კი რეისები თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან თეირანის მიმართულებით განხორციელდება, რაზეც ავიაკომპანიას ნებართვები როგორც ქართული, ასევე ირანის მხრიდან უკვე აქვს. ამ ქვეყნებში ავიაკომპანია თბილისიდან და ბათუმიდან კვირაში ორი სიხშირით იფრენს.

My Way Airlines გასულ წელს ,,ჰუალინგი ჯგუფის“ ინვესტიციით დაფუძნდა. ავიაკომპანიას ორი, საკუთარი ბოინგ 737 800 ტიპის ხომალდი ჰყავს. ავიაპარკს წლის ბოლოს კიდევ ორი ასეთი თვითმფრინავი შეემატება. ავიაკომპანიაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 50 მილიონ დოლარს აღემატება, რაც ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები