მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მყარი ლარის უარყოფითი გავლენა ბიზნესზე

BM.GE
10.04.23 09:48
287
გასული კვირის მიწურულს, 7 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.45 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5330 ლარი გახდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.06 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7655 ლარი გახდა. 1.02 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1513 ლარი გახდა. თურქული ლირას კურსმა 13.15 თეთრი ლარი შეადგინა.

ლარი ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ხსნის, რაც ერთი მხრივ შესაძლოა კარგია, თუმცა კურსის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებზე გავლენას დადებით ვერ ახდენს. ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც პროდუქტს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყიდიან ბოლო კვირებია აქტიურად და ღიად საუბრობენ პრობლემაზე რომელიც მათ გამყარებულმა ვალუტამ შეუქმნა. ამბობენ, ლარის ასეთი გამყარების ფონზე ექსპორტი უკვე ნაკლებად აკომპენსირებს შიდა დანახარჯებს, მათ შორის ენერგომატარებლებზე გაზრდილ ფასებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამყარების ტენდენცია დიდხანს შენარჩუნდება მათ ფასების კორექტირებაც მოუწევთ. 


სტუმარი: ანა ბერიშვილი - “წყალი მარგებელის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები