მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myauto: საბაჟო რეგულაციების გამო, წელს სომხეთში ავტომობილის რეექსპორტი მცირე იყო

5f6990d3db422
ლიკა გურაბანიძე
22.09.20 10:10
1846

"2019 წელს ყველაზე მეტი ავტომობილის რეექსპორტი სომხეთის მიმართულებით  მოხდა, თუმცა 2020 წელს სომხეთში ამოქმედებული ახალი საბაჟო რეგულაციების გამო, საქართველოდან ძალიან მცირე რაოდენობის ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა",  - ამის შესახებ Myauto-ს პროექტის ხელმძღვანელმა ილია მჭედლიშვილმა “საქმიან დილაში” ავტომობილების რეექსპორტზე საუბრისას განაცხადა. 

“საფრთხე ნაკლებად ემუქრება იმ სტატუსს, რაც გვაქვს - რეგიონალური ცენტრი ავტომობილების ყიდვა - გაყიდვების მიმართულებით, თუმცა მეზობელ ქვეყნებში მიღებული რეგულაციები ჩვენს მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ერთ-ერთი ფაქტორი სომხეთის რეგულაცია იყო, რომელმაც საქართველოდან სომხეთში რეექსპორტის მიმართულება მნიშვნელოვნად დააზიანა", - აღნიშნა მჭედლიშვილმა. 

ცნობისთვის: 2020 წლიდან სომხეთში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სივრცეში არსებული რეგულაციების შესაბამისად, ევროპიდან და ამერიკიდან მეორადი ავტომობილების იმპორტზე გადასახადი გაიზარდა. სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე გადავიდა, რაც განბაჟების გადასახადს მანქანის წლოვანებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით განსაზღვრავს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები