Myhome.ge -ს ინფორმაციით მიწის ნაკვეთებისადმი ინტერესი კვლავ იზრდება. მათ სისტემაში ბოლო თვეების განმავლობაში თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთის ყიდვის მაძიებელთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ფასებს, დღეისათვის მიწის ფასების ზრდის ტენდენცია არ იკვეთება.
„თბილისის შემოგარენში აქტიურობა გაიზარდა როგორც კი კორონას ფონი აქტიურ ფაზაში შევიდა. გაიზარდა როგორც მოთხოვნა, ისე ფასები. თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება დასტაბილურებულია. მაგრამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უნიკალური ძიებების ოდენობა 20%-ით მეტია.
ფასების ცვლილება აქტუალური იყო გასული 3 თვის განმავლობაში, როცა მომხარებლების მოლოდინები და განწყობები რადიკალურად იცვლებოდა პესიმისტურიდან ოპტიმისტურისკენ. მარტ-აპრილში უფრო მეტად აისახა ინტერესის კლება, მაგრამ ამ მომენტში დასტაბილურებულია.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში MYHOME-ს პროექტის ხელმძღვანელმა მადონა კაჭკაჭაშვილმა.