Mymarket-ის და თიბისი ბიზნეს კლუბის აქცია ბიზნესებისთვის. საერთო შეთავაზების ფარგლებში Visa ბიზნეს კლუბის ბარათის მფლობელები, სარეკლამო პაკეტის შეძენის შემთხვევაში ისარგებლებენ 20%-იანი ქეშბექით (მაქსიმუმ 500₾), ხოლო მაღაზიას, რომელიც განთავსებულია Mymarket-ის ციფრულ სივრცეში და ამავე დროს თიბისი ბიზნეს კლუბის წევრია, ყოველ ონლაინ გაყიდულ პროდუქტზე, დამატებით მიიღებს 7%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 500 ლარი), ქეშბექის მისაღებად მნიშვნელოვნია Mymarket-ზე მითითებული გქონდეთ ბიზნეს კლუბის ბარათი.
ამასთან, Mymarket სულ ახლახანს, სრულად განახლდა, უფრო მეტად მოერგო მომხმარებლის სურვილებს, დაემატა სერვისები, რომლებიც როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ბიზნესებს გაუმარტივებს e-commrece-ში ჩართვასა და შემდეგ გაყიდვის პროცესს.
"ერთ-ერთი სიახლე იქნება სარეკლამო პაკეტების ნაკრების გამოწერა მაღაზიების მიერ. სარეკლამო პაკეტები გულისხმობს ფასიანი სერვიების ნაკრებს, სადაც შედის: vip სერვისები, განახლება და მარკეტინგული მხარდაჭერა.
შეთავაზება ძალაში იქნება 2 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით.
თიბისი ბიზნეს კლუბი ეს არის სივრცე ბიზნესისათვის, რომელიც მიზნად ისახავს თქვენს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას, წევრებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ნეთვორქინგსა და სოციალიზაციას.
ისევე როგორც Mymarket-სთვის, თიბისი ბიზნეს კლუბისთვისაც მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანებისა და ბიზნესების ცხოვრების გამარტივება. სწორედ ამ შთაგონებით გაერთიანდა ორი ბრენდი და 2 აგვისტოდან შეძლებთ მათი საერთო აქციით სარგებლობასაც", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.