Mytravel - ახალი პლატფორმაა, რომელიც უძრავი ქონების გამქირავებლებსა და მაძიებლებს მარტივად დააკავშირებს ერთმანეთს. ეს იქნება საწყისი წერტილი და ახალ შესაძლებლობებს მისცემს ტურისტულ ბიზნესს, რომლის მხარდაჭერაც MY.GE-ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ვებგვერდზე გამქირავებელს შეეძლება, მარტივად განათავსოს: სახლი, ბინა, ოთახი, გესთჰაუსი თუ სასტუმრო, უმასპინძლოს ტურისტებს და მიიღოს დამატებით შემოსავალი.
მასპინძლები შეძლებენ, სრულყოფილად წარმოაჩინონ შეთავაზება: განთავსების პირობები, კვება თუ სხვა დამატებითი მომსახურებები, ონლაინ დაჯავშნითა და გადახდის შესაძლებლობით.
განმთავსებლებისთვის ჯავშნების პროცესის მარტივად სამართავად პლატფორმაში ინტეგრირებულია სპეციალური კალენდარი. ამასთანავე, შესაძლებელი იქნება, გადახდის ფორმის არჩევა: ონლაინ გადახდა თუ ადგილზე ანგარიშსწორება. პლატფორმით სარგებლობა ჩართვიდან 3 თვის განმავლობაში უფასო იქნება.
MY.GE ინიციატივით, როგორიც არის Mytravel ქმნის ახალ შესაძლებლობებს იმ ინდუსტრიისთვის, რომელსაც პოსტკრიზისულ ვითარებაში ყველაზე მეტად სჭირდება ხელშეწყობა. მომავალში, პლატფორმის განვითარებასთან ერთად, დაგეგმილია ახალი იმგვარი შესაძლებლობების ინტეგრაცია პლატფორმაში, რომელიც როგორც ტურისტს, ასევე მასპინძელს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მარტივად იპოვონ ერთმანეთი და ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღონ სრულყოფილი სერვისი. ასევე პლატფორმიდანვე დაჯავშნონ სხვადასხვა აქტივობები, ტურები თუ სხვა საინტერესო გამოცდილებები.
MY.GE-სთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ამ მიზნით, გასული წლის ზაფხულში შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად. განვახორციელეთ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც აღიარებულ იქნა როგორც „საუკეთესო PR კამპანია შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად“ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ - შენი ზაფხული აქ არის.