მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mytravel - დაჯავშნე სასურველი ქონება ონლაინ მთელ საქართველოში

610d1df331076
ინგა მურუსიძე
04.08.21 15:31
509
Mytravel - არის ახალი პლატფორმაა, რომელიც უძრავი ქონების გამქირავებლებსა და მაძიებლებს მარტივად დააკავშირებს ერთმანეთს. როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, სწორედ აღნიშნულ პლატფოორმაზე შეუძლიათ მომხმარებლებს მარტივად დაჯავშნონ სახლი, ბინა ან სასტუმრო, მთელ საქართველოში ზღვაზე, მთაში თუ ბარში, ხოლო Visa ბარათით გადახდისას პირველი 100 მომხმარებელი მიიღებს 30%-მდე ფასდაკლებას, მაქსიმუმ 150₾-ის ოდენობით .

„პლატფორმა მოგცემს შესაძლებლობას სრულად დისტანციურად მოძებნო და ონლაინ დაჯავშნო უძრავი ქონება დროის სასურველ მონაკვეთში, მიიღო დამატებითი სერვისები, ეს იქნება კვება თუ სხვა ტიპის მომსახურება, გადაიხადო შენთვის ხელსაყრელი ანგარიშსწორების მეთოდით და ისარგებლო ფასდაკლებებით. მომავალში, გარდა უძრავი ქონებისა, ტურისტებს შეეძლებათ ვებგვერდზე დაჯავშნონ სხვადასხვა აქტივობები, ტურები და სხვა საინტერესო გამოცდილებები“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

”ჩვენ მოხარულნი ვართ, Mytravel - თან ერთად ახალი პროექტის დაწყებით. კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ჩავუშვით მომხმარებელზე ორიენტირებული, მოსახერხებელი პლატფორმა მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, თუმცა დაგეგმვას სირთულეებთან აკავშირებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში,

შევუქმნათ მომხმარებელს უნიკალური გამოცდილება ვებ-გვერდზე უძრავი ქონების მოძებნა-დაჯავშნისას და Visa ბარათით გადახდისას, სპეციალური პირობების მიღებით. პლატფორმა ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის, რათა აღმოაჩინონ დღემდე შეუცნობელი საქართველო, დედამიწის ის უმცირესი ნაწილი, მთელი სამყაროს სიმდიდრეს რომ აერთიანებს”, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ Mytravel-ზე, ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის მოდული, რომელიც შეგიძლია შენს ციფრულ წინამძღოლად აქციო.

„თუ გაქვს საოცნებო ადგილი დედამიწის რომელიმე წერტილში, AI დაამუშავებს მონაცემებს და ანალიზის საფუძველზე, გაპოვნინებს მის ანალოგს აქვე, საქართველოში. შეგეძლება აღმოაჩინო ახალი ადგილები მშვიდი დასვენებისთვის თუ დაუვიწყარი თავაგდასავლის მოსაწყობად.

ვებ-გვერდის მოქნილი ტექნიკური აღჭურვის გარდა, მიმდინარე ზაფხულში დაგეგმილია მრავალმხრივი მარკეტინგული აქტივობა,რომლის მთავარი მოწოდებაა „ჩემი ზაფხული აქ არის“ და შეგიძლია მარტივად აიხდინო შენი შორეული ოცნება აქ. ახლა, დაზოგო თანხა და დაისვენო უზრუნველად“, - ამბობენ კომპანიაში.


(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები