მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myvideo: მარეგულირებელმა გადაწყვეტილება მტკიცებულების გარეშე მიიღო

5b3b883334648
ელენე გოგბერაშვილი
03.07.18 19:00
1912

Myvideo.ge საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაააღმდეგ სამართლებრივი დავის გზას დაადგა. კომპანია საზოგადოებრივ მაუწყებელს დისკრიმინაციაში, კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას კი უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში სდებს ბრალს.

დავის საგანი კომპანიის მიმართ საზოგადოებრივმა მაუწყებელის მიმართვა გახდა, სადაც ის myvideo.ge -ს   სთხოვდა  მხოლოდ და მხოლოდ საფეხბურთო ჩემპიონატის დროს გაეთიშა მათი სიგნალი ან შეეცვალათ კონტენტი, რისი არც ტექნიკური საშუალება და არც უფლება, myvideo.ge-ს იურისტის განმარტებით, მათ არ ჰქონდათ.

"Myvideo.ge არის ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანია, რომელსაც გააჩნია იდენტური ავტორიაცია როგორც სხვა საკაბელო ტელევიზიებს. ჩვენ არ ვერევით და უფლებაც არ გვაქვს ჩავერიოთ და შევცვალოთ სიგნალი, რომელსაც ვიღებთ პირველი არხისგან ან სხვა მაუწყებლისგან. მათ მოგვამრთეს და გვთხოვეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონტის დროს გავეთშა მათი სიგნალი ან შეგვეცვალა მათი კონტენტი, რასაც როგორც ტექნიკური საშუალებით ვერ განვახორცელებდით, ასევე კანონით არ გვქონდა ამის გაკეთების უფლება. ჩვენ იმას გადმოვცემთ ზუსტად, რასაც გადმოსცემს პირველი არხი. რეკლამასაც ვერ ვსვავთ შიგნით, რადგან კანონით არის აკრძალული“-განმარტავს bm.ge-თან კომპანიის იურისტი, შალვა ცხაკაია.

მისი თქმით, არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამაც. შალვა ცხაკაიას განმარტებით,  პრობლემა იყო ზოგადი ადმინისტრაციული პროცედურების დარღვევაც, რადგან მარეგულირებელმა გადაწყვეტილება მტკიცებულების გარეშე მიიღო. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც Myvideo.ge კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ედავება, დისკრიმინაციული მიდგომის არგათვალისწინებაა.

„მათ იციან რა სახის ავტორიაზაცია აქვთ მონიჭებული ჩვენთვის. ეს არის იდენტური ავტორიზაცია, რომელიც აქვთ სხვა ტრანზიტორ კომპანიებს. ისიც იციან, რომ ჩვენ ვერ შევცვლიდით ჩემპიონატის დროს აღნიშნულ ტრანზიტს. მიიღეს სრულიად უსაფუძვლო და უკანონო გადაწყვეტილება, რითიც გვთხოვეს საერთოდ გაგვეთიშა პირველი არხი, რასაც თავად პირველი არხიც არ ითხოვდა. ისინი გასცდნენ მომჩივანის მოთხოვნებს და აბსურდული გადაწყვეტილება მიიღეს. გარდა ამისა იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პროცედურული დარღვევები. რეალურად მტკიცებულებების გარეშე მოხდა განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. დისკრიმინაციულობა საერთოდ არ გაითვალისწინა კომისიამ. მე მაქვს დოკუმენტი, სადაც "სილქ TV" პირდაპირ რეკლამას უკეთებს თავის ონლაინ აპლიკაციას, რომ მისი საშუალებით შეძლოს მაყურებელმა ჩემპიონატის ყურება. ზუსტად იგივე ფორმით და ტექნიკური საშუალებით როგორც აკეთებს ამას Myvideo.ge. პრეტენზია გვაქვს კომისიასთან, რატომ გვთხოვენ მხოლოდ ჩვენ ასეთ ფორსირებულ რეჟიმში პირველი არხის გათიშვას“-აცხადებს ცხაკაია.


არც საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში და არც მარეგულირებლის განმარტებაში საუბარი არ არის, რატომ არ დააყენა მსოფლიო ჩემპიონატის სიგნალის გათიშვის მოთხოვნა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სხვა ტრანზიტორი კომპანიების შემთხვევაში.  მათ ისეთივე იდენტური ავტორიზაცია გააჩნიათ, რაც  Myvideo.ge-ს აქვს. სანამ სასამართლო სიმართლეს დაადგენს, Myvideo.ge სამართლებრივი დავის პირობებში არსებულ საშუალებას გამოიყენებს, და მსოლფიო ჩემპიონატის ტრანსლირებას არ გათიშავს.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები