ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ფრენებს აჩენებს - ამის შესახებ Bmg -ს , ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა განუცხადა. მისი თქმით, ფრენები ყველა მიმართულებით შეჩერდება გარდა თელავივისა. მიზეზად კი კომპანია ზამთარში მგზავრთნაკადის შემცირებას და უკარაინაში მიმდინარე მოვლენებს ასახელებს.
„ერთადერთი დიდი ბორტი გვყავს, მოთხოვნის სიმცირის გამო ვერ შევძელით მისი სრულად დატვირთვა... არც გაყიდვის სისტემა იყო სათანადო“-აცხადებს აფციაური. ხოლო BMG –ს კითხვაზე რატომ არ მოხდა წინასწარი ბაზრის კვლევა, ვიდრე კომპანია კონკრეტულ მიმართულებაზე ფრენებს დაიწყებდა და ასევე რატომ არ შესთავაზეს მათ მომხმარებელს თავიდანვე გამართული გაყიდვების სისტემა, აფციაური განმარტავს, რომ კომპანია მუშაობას ამაზე ახლა იწყებს და მომდევნო რამდენი თვეში ყველა ქვეყნისთვის სათანადო გაყიდვების სისტემა დაინერგება.
„ჩვენ ამ მიმართულებებზე უარს არ ვამბობთ, ბაზარზე ზაფხულიდან კვლავ გავაქტიურდებით და მომხმარებელს ევროპის მიმართულებებსაც შევთავაზებთ“-აცხადებს აფციაური. თუმცა, ჩვენს კითხვაზე ექნება თუ არა ნდობა Myway Airlines მომხმარებლის აფციაურს პასუხის გაცემა უჭირს და აცხადებს, რომ ავიაკომპანია ევროპული სტანდარტებით იმოქმედებს და ყველა მგზავრს უკან სრულად დაუბრუნდება ბილეთების საფასური. რაც შეეხება კომპენსაციებს ესეც ევროპული სტანდარტების მიხედვით ანაზღაურდება.