მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myway Airlines: ფრენის ნებართვის მიღების გაჭიანურების გამო, ზაფხულის სეზონი ჩაგვივარდა

5bfd307c5c455
ლევან თაღიაშვილი
27.11.18 15:53
3351
ავიაკომპანია Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ მათ ფრენების ნებართვების მიღებასთან დაკავშირებით, წლის დასაწყისში გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. ნებართვები ავიაკომპანიამ მარტის ნაცვლად ივნისი-ივლისში მიიღო, რის გამოც ზაფხულის სეზონი მათ "მთლიანად ჩაუვარდათ". იგორ აფციაური აცხადებს, რომ ამჟამად მას ეკონომიკის სამინისტროსთან პრობლემები არ აქვს.

"გარკვეულწილად გვქონდა პრობლემები, ოღონდ ეს იყო წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო ლიცენზია ფრენებისთვის. იმ მიმართულებებზეც სადაც არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით დანიშვნებს. ჩვენც ძალიან გაკვირვებული ვიყავით, იმიტომ რომ ყოველთვის ვგრძნობდით ეკონომიკის სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან მხარდაჭერას, ჩვენთვისაც ეს მოულოდნელი იყო. როდესაც ფრენები დაგეგმილი გვქონდა მარტში, პირველი რეგულარული რეისები დავიწყეთ ივნისი-ივლისის განმავლობაში. ამიტომ ფაქტიურად, მთელი ზაფხულის სეზონი ჩაგვივარდა.

ძალიან დიდი ზეწოლა არის ხოლმე ერთ-ერთი კომპანიისგან და კომპანიებისგან სახელმწიფო სტრუქტურებზე და ეს არის პრობლემა. სხვათაშორის ამ ზეწოლას ყოველთვის უძლებდნენ ხოლმე და იმედი მაქვს ახალი ხელმძღვანელობა ამას გააგრძელებს. სოციალურ ქსელში წავიკითხე, რომ ახლაც აწყდება ჩვენი კომპანია ბარიერს. პრინციპში ჩვენ ახლა მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან."- გაცანხადა აფციაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები