მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Myway Airlines რეისების შესრულებას იწყებს

5abe2c29a0d36
მაია ბიწაძე
30.03.18 16:20
2667
ავიაკომპანია Myway Airlines ხვალ, თბილისის საერთასორისო აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით, პირველ ჩარტერულ რეისს შეასრულებს, მაისიდან კი რეგულარულ რეისებს დაიწყებს, - ამის შესახებ Bm.ge -ს ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა განუცხადა. მისი განმარტებით, ავიაკომპანია წლის განმავლობაში რეისებს ეტაპობრივად 10 მიმართულებით დაიწყებს. Myway Airlines-ს ფრენის ნებართვა უკვე მიენიჭა თეირანის, დუბაის, მინსკის და კიევის მიმართულებებზე.

"რეგულარულ ფრენებს მაისის ბოლოდან დავიწყებთ, ჩვენ გვაქვს გათვლა, რომ წელს რეისების შესრულებას დავიწყებთ მოსკოვში, ჟუკოვსკის აეროპორტი რუსეთში, კიევში, მინსკში, თეირანში, დუბაიში, პეტერბურგში, თელავივში, სამარაში და პეკინში, მანამდე, ანუ მაისის ბოლომდე ვაპირებთ ჩარტერების შესრულებას, პირველი ჩარტერული რეისი ხვალ გვაქვს, ირანის მიმართულებით გავფრინდებით, თვითმფრინავი თითქმის სრულადაა დატვირთული“, - განაცხადა იგორ აფციაურმა.

ავიაკომპანია Myway Airlines ჩინური ინვესტიციით დაფუძნებული ქართული ავიაკომპანიაა, რომელშიც უკვე 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მისი დამფუძნებლები Hualing Group და ავიაკომპანაია ,, Mandarin Airlines„-ია. ავიაკომპანია უკვე ფლობს ორ ბოინგ 737-800-ს, რომლის შესყიდვაშიც 38 მილიონი დოლარი გადაიხადა, წლის ბოლომდე კიდევ ორი ასეთივე ბოინგს შეძენას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები