მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MyWayAirlines-ს რეგულარული ჩარტერული რეისების განხორციელება სურს

5f9a9acb3ca0d
ინგა მურუსიძე
30.10.20 09:00
987
MyWayAirlines თბილისი-ვარშავას მიმართულებით 6 ნოემბერს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. როგორც bm.ge-ს ავიაკომპანიაში უთხრეს, რეისი ერთჯერადია და კონკრეტული ტურისტული სააგენტოების დაკვეთით სრულდება.

რაც შეეხება რეგულარულ რეისებთან დაკავშირებულ გეგმებს, ავიაკომპანია აპირებს, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეგულარული  რეისების შესრულებაზე ნებართვა სთხოვოს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რეგულარულ რეისებს ვასრულებდით თელავივის მიმართულებით, ხოლო იმის გამო, რომ ისრაელი საქართველოსთვის არ გახსნილა, დაკავებული ვართ ერთჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებით. გეგმაში გვაქვს, რომ მოვითხოვოთ ნებართვა რეგულარული ჩარტერული რეისების შესრულების თაობაზე. ახლა ჩვენ ვყალიბდებით, თუ რომელი მიმართულებებით იქნება ჩვენთვის ფრენა მოსახერხებელი და შესაძლებელი, რის შემდეგაც მივმართავთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეისების დანიშვნის თაობაზე“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბრიდან რამდენიმე მიმართულებით რეგულარული ავიარეისები აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები