მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Myways Airlines-ში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, დაიწვა თუ არა სუდანში თვითმფრინავი

64425450a7be0
მარიამ ვარადაშვილი
21.04.23 13:21
1864
ავიაკომპანია Myways Airlines-ის დირექტორი რატი ბაკურაძე ამ ეტაპზე ვერ ამბობს, ნამდვილად დაიწვა თუ არა სუდანში მათი თვითმფრინავი.

საქმე ის არის, რომ Twitter-ზე გავრცელებული ინფორმაციით, რომ წუხელ ხართუმის აეროპორტში Myway Airlines-ის თვითმფრინავი დაიწვა.

“ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. ჩვენი პარტნიორებისგან ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. კადრები ჩვენც ვნახეთ და გარკვეული ვარაუდიც არსებობს, მაგრამ სანამ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვექნება, ვერაფერს გეტყვით”,-ამბობს ბაკურაძე.

ამ ეტაპზე სუდანში დარჩენილია ავიაკომპანიის 13 თანამშრომელი და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქვთ კონტაქტი იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლონ. რატი ბაკურაძის ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე საკვებისა და წყლის მარაგი აქვთ. სუდანში კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანიის Geosky-ის ოცი თანამშრომელი იმყოფება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მათ საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი გარეგნულად დაზიანებული არ არის, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ. სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილიდან დაიწყო. შეტაკებები ძალაუფლების მოსაპოვებლად სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები