მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად არიან თუ არა მისოები მიკრობანკის სტატუსის მისაღებად?

BM.GE
17.06.21 23:20
776
საქართველოში დღეს 15 კომერციული ბანკია რეგისტრირებული - მათ შესაძლოა მომავალში ახალი კატეგორიის საბანკო დაწესებულებებიც შეუერთდნენ, რაც მიკრობანკების შესახებ ახალი წესების განსაზღვრას უკავშირდება. ეროვნული ბანკი გეგმავს, პარლამენტს მიკრობანკების კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე გადაუგზავნოს. კომერციული ბანკის ლიცენზიის ასაღებად დღეს მინიმუმ 50 მილიონი ლარის კაპიტალია საჭირო, ჯერჯერობით უცნობია რა იქნება მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო მინიმალური კაპიტალის მოცულობა. თუმცა ცნობილია, რომ მიკრობანკების რეგულირება უფრო მკაცრი იქნება ვიდრე მიკროსაფინანსოების.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები