მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობილბანკიდან შეგიძლიათ

თიბისი
21.09.26 11:39
128

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან - მომხმარებლებს საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე ფილიალში მისვლის გარეშე, პირდაპირ მობილბანკიდან შეუძლიათ.

პრაქტიკულად აღარ არსებობს არც დროის გამოყოფის და არც სხვა ტიპის ბარიერი -დღესვე შეგიძლიათ, პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ თქვენი შვილების დიდი სურვილებისა და მიზნების მხარდაჭერისთვის მზადება.

ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე - ლარში, დოლარში, ევროში და ფუნტში. თანხის შეტანის პერიოდულობა და ოდენობა კი სრულად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

დაგროვების პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, შესაძლებელია ავტომატური გადარიცხვის დაყენებაც - ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად, თქვენთვის სასურველი თანხით.

საბავშვო ანაბარი იხსნება მშობლის ან ოფიციალური მეურვის მიერ, მინიმუმ 2 წლის ვადით ბავშვის სრულწლოვანებამდე.

როგორ გახსნათ საბავშვო ანაბარი მობილბანკიდან?

  • თუ არასრულწლოვანი შვილი უკვე რეგისტრირებული გყავთ თქვენს მობილბანკში, შედით საბავშვო სივრცეში და გახსენით ანაბარი რამდენიმე წამში.
  • თუ თქვენი შვილის სივრცე მობილბანკში ჯერ არ არის რეგისტრირებული, პირველ ეტაპზე დაამატეთ მისი მონაცემები მობაილბანკში, შემდეგ კი საბავშვო სივრციდან გახსენით ანაბარი.

დაიჯერეთ, რომ დიდი მიზნების მიღწევა ყოველდღიურად გადადგმული პატარა ნაბიჯებით უფრო რეალური ხდება. სანამ თქვენი და თქვენი შვილების სურვილები და მიზნები მიუღწეველ ან რთულად გასამკლავებელ დიდ ხარჯებად იქცევა, დაიწყეთ მათი ასრულებისთვის ზრუნვა დღესვე - გახსენით საბავშვო ანაბარი პირდაპირ თიბისი მობილბანკიდან და იყავით მზად მომავლისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები