მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მზად ვარ საქართველოს პარლამენტში მივიდე"

5d2dd473c783c
BM.GE
16.07.19 18:00
759

„ბუნებრივია მზად ვარ საქართველოს პარლამენტში მივიდე“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის მივა პრემიერი პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად,მამუკა ბახტაძე პასუხობს, რომ ის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტში მისვლას აპირებდა, თუმცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ პარლამენტში აღარ მივიდა.

„ჩემი ანგარიშის მიწოდება პარლამენტისთვის რეგლამენტის დაცვით მოხდა და როდესაც უნდა მივსულიყავი ჩემს გუნდთან ერთად, მე უნდა წარვმსდგარიყავი ანგარიშით, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია ქართული საზოგადოებისთვის. მაგრამ, იმის ფონზე, რაც წინა დღეებში მოხდა თქვენთვის ადეკვატური იქნებოდა მე, რომ ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და სოციალური პროგრამების დინამიკაზე მესაუბრა?  მე არ ვფიქრობ, რომ ეს ადეკვატური ნაბიჯი იქნებოდა“ - განმარტა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძე პარლამენტში მოხსენებით 27 ივნისს უნდა წარმსდგარიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები