„მზად ვარ ყველაფრისთვის, ვერავინ ვერავის ვერ შეაშინებს“-ამის შესახებ თიბისი ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში მისვლისას განაცხადა, სადაც მას და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად ბრალის დადგენილებას წარუდგენენ.
მამუკა ხაზარაძე შექმნილ სიტუაციაში არაფერს გამორიცხავს, მათ შორის მის დაკავებასაც.
„მე არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ, მითუმეტეს იმ ქაოსში, რომელიც დღეს ქვეყანაშია სამწუხაროდ, რომელიც არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე, არ არის ორიენტირებული ხვალინდელ დღეზე, არის ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და ასეთ მსგავს რაღაცეებზე აწყობილი პოლიტიკა.
ამიტომ მე არაფერს არ გამოვრიცხავ. მზად ვარ ყველაფრსთვის პირდაპირ გეტყვით და ვერავინ ვერავის ვერ შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის ჩვენ გულის ფანცქალი დაგვეწყო.
მე გუშინ ჩამოვედი, ერთი ქართველი დაიბადა ჩემი შვილიშვილი, გახარებული ჩამოვედი და ეს სურპრიზი დამხვდა“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

























