მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზად ვართ, FARA გავაუქმოთ, თუ ამერიკელებიც გააუქმებენ - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

"მზად ვართ „ფარა“ გავაუქმოთ, თუ ამერიკელებიც გააუქმებენ", - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც ის ამბობს, ამ საკითხზე ვენეციის კომისიისთვის მათ აზრი არ უკითხავთ.

„კანონების ჯაჭვი იყო პასუხი პრობლემებზე, რომელიც საქართველოში არსებობდა და დღემდე არსებობს - ეს არის პოლიტიკური „შავი ფულის“ ტრიალი, არჩევნებში ჩარევის მცდელობები, პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემაზე ფარული გავლენების მოხდენის მცდელობა. სწორედ ამ პრობლემაზე პასუხი იყო FARA-ც, „გამჭვირვალობის კანონიც“, „გრანტების კანონიც“ და „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებები“.

ამიტომ ვამბობ, რომ თუ ეს ძირეული პრობლემები მოგვარდება, თუ არის იმის რესურსი, რომ დიალოგის გზით დარეგულირდეს ის, რომ „შავი ფული“ არ ტრიალებდეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ კანონებს გადავხედოთ, მაგრამ იქამდე, ვიდრე „შავი ფული“ იქნება ერთ-ერთი ბერკეტი და ინსტრუმენტი, რომ საქართველოში არიონ პოლიტიკური პროცესები, ბუნებრივია, ამ კანონებს ექნება არსებობის საფუძველი და ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ მის გადახედვას. FARA-ზე, გარდა იმისა, რომ ჩვენთან შეიძლება რაღაც შეიცვალოს, მზად ვართ FARA-ც გავაუქმოთ, თუ ამერიკელებიც გააუქმებენ FARA-ს თუ ჩათვლიან, რომ FARA მათ დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება“ , - განაცხადა მახაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები