მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს საკუთარი არჩევანის გაკეთებაში, - ამის შესახებ IRI-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა,
მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი.
„ჩვენ გავხსენით პირველი უბანი. მთელი ქვეყნის მასშტაბით გვყავს დამკვირვებლები, მზად ვართ და გვიხარია, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს საკუთარი არჩევანის გაკეთებაში“, - განაცხადა IRI-ის პრეზიდენტმა.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ანუ საკანონმდებლო ორგანოში 150 მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველმა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უნდა გააფერადოს საქართველოში არსებულ უბნებზე, ხოლო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე - შემოხაზონ.