მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზად ვართ, ნახშირწყალბადების უწყვეტი ტრანსპორტირება უზრუნველვყოთ - ვახტანგ ცინცაძე

ვახტანგ ცინცაძე

"მზად ვართ უზრუნველვყოთ კასპიის რეგიონიდან ევროპის ბაზრებზე ნახშირწყალბადების საიმედო და უწყვეტი ტრანსპორტირება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ცინცაძემ სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-11 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

"სამხრეთ გაზის დერეფანი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნისთვის ჩვენი საერთო ძალისხმევის შესანიშნავი მაგალითია", - ამბობს ცინცაძე.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყნის განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებასა და გადამცემ ინფრასტრუქტურაში, ასევე აქტიურადაა ჩართული რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.

სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-11 მინისტერიალში "ოცნების" დელეგაციის შემადგენლობით ასევე მონაწილეობდნენ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები