თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 15 დეკემბერს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სავარაუდო მინიჭების თაობაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი ძალა, ვინც ამ მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს დგამდა.
„ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა მართლაც მნიშვნელოვანია, ის რეფორმები, რაც განხორციელდა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადადგმული ნაბიჯები. ამ ყველაფერში ოპოზიცია არ მონაწილეობდა, ისინი მხოლოდ ხელს გვიშლიდნენ, მაქსიმალური მცდელობა ჰქონდათ, ბრიუსელში სირბილის ჩათვლით, რომ ქვეყანას აღნიშნული სტატუსი არ მიეღო, თუმცა, ყველამ დაინახა, რომ ერთადერთი ძალა „ქართული ოცნებაა“ ვინც ახორციელებდა რეფორმებს.
ასე გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ეს არ არის დღეს რაღაც გააკეთო და გაჩერდე. ეს პროცესია, რასაც სჭირდება მომდევნო წლებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო დავაკავშიროთ ჩვენი ქვეყანა ევროპას“, - განაცხადა კახა კალაძემ.