მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზადდება თბილისის წყალმომარაგების რეაბილიტაციის მასშტაბური სამოქმედო გეგმა – GWP

649c48cd0c901
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.23 12:05
604

კომპანია Aqualia-ს აქციონერებმა, მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ფონდის IFM-ის წარმომადგენლებმა, FCC Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორთან ფელიქს პარასთან და GGU ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან ხოსე მიგელ სანტოს გონსალესთან ერთად Aqualia-ს მფლობელობაში არსებული ჯივიპის ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს და ადგილობრივ მენეჯმენტთან ერთად თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინვესტიციები განიხილეს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობითვე, Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეიძინა. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები FCC (51%) და IFM (49%) არიან.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი ინვესტორის შემოსვლისთანავე სისტემის მდგომარეობის უპრეცენდენტო შესწავლა და სიღრმისეული აუდიტი დაიწყო. ჩატარებული სისტემის სრულფასოვანი კვლევის საფუძველზე კი თბილისის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისა და სამუშაოების სამოქმედო გეგმა მზადდება.

ვიზიტის ფარგლებში FCC აქუალიას აღმასრულებელი დირექტორი და IFM ინვესტორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ და ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

„FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ფელიქს პარას და IFM-ის აქციონერების ვიზიტი, ხაზს უსვამს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობასა და თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის პრიორიტეტულობას Aqualia-სთვის. აქციონერები მზად არიან მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საქმიანობასა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის წყალმომარაგების ხარისხი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება“, - აცხადებს, GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უახლოეს მომავალში თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები