მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზადება "კიბერ ორშაბათისთვის"

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შავი პარასკევიდან კიბერ ორშაბათის ჩათვლით დღეებში, აშშ-ის საცალო ვაჭრობის სექტორში გაყიდვები რეკორდულ ნიშნულს, $75 მილიარდს მიაღწევს. Bain & Company-ის ანგარიში აჩვენებს, რომ შოპინგის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვან უქმეებზე, წლიურ ჭრილში, გაყიდვების 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ამავე ორგანიზაციის პროგნოზს სადღესასწაულო სეზონზე (ოქტომბერი-დეკემბერი) გაყიდვების მოცულობის 3%-იანი ზრდის შესახებ.

კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა ქცევა კვლავ უცვლელია - მათ უმრავლესობას ურჩევნიათ, სეზონის სწორედ ისეთ დღეებში იარონ საყიდლებზე, როგორებიცაა შავი პარასკევი და კიბერ ორშაბათი. ამასთან, კვლავ მოსალოდნელია, რომ შავი პარასკევი, ამერიკელი რითეილერებისთვის ყველაზე შემოსავლიანი დღე იქნება.

რაც შეეხება კიბერ ორშაბათს, როდესაც კომპანიები ფასდაკლებებს ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებზე ათავსებენ, ნავარაუდებია, რომ, ელექტრონული კომერციის ზრდის ტემპის შენელებასთან ერთად, ეს დღე რელევანტურობას დაკარგავს. მომხმარებელთა ქცევა აჩვენებს, რომ შენაძენის ონლაინ გაკეთება სხვა დღეებშიც თითქმის იმავე პოპულარობით სარგებლობს, როგორც შავი პარასკევის შეთავაზებების ფარგლებში.

რა მოლოდინები არსებობს საქართველოსთან მიმართებით და რამდენად მასშტაბური იქნება ფასდაკლებების სერია?

სტუმარი: თამარ გოგოლაშვილი - ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები