ზამთრის კურორტები ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან, წინა წლებისგან განსხვავებით წელს კურორტებზე სეზონის გახსნის თარიღი წინასწარ არის ცნობილი. მთის ტრასების სააგენტოს“ ოთხივე კურორტზე - ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე სეზონის 20 დეკემბერს გახსნას გეგმავს. გარდა ამისა, მთავრობა გუდაურში 31 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებასაც აანონსებს. ეს თანხა უნდა მოხმარდეს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის განვითარებას, უნდა მოეწყოს ახალი საბაგირო გზები, მოძრავი ხალიჩა და ახალი სასრიალო ტრასებიც, მათ შორის- ღამის სრიალისთვის. მოაგვარებს თუ არა დაგეგმილი პროექტები არსებულ პრობლემებს და რა პრობლემებზე საუბრობენ ზამთრის კურორტებზე სეზონის დაწყების წინ.






























