მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია, მოლოდინი კი პოზიტიური. მიუხედავად ამისა, ბიზნესის წარმომადგენლები იმ გამოწვევებზე საუბრობენ, რომლებიც წელსაც მოუგვარებელია. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, კადრების დეფიციტი და ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა. ეს ის პრობლემებია, რომლებიც ბიზნესს აწუხებს.