რთველის სეზონი კი დაიწყო, შესაბამისად მეღვინეების მოკითხვა გადავწყვიტეთ და კონკრეტულად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ნაწილს შევეხეთ. საინტერესოა, რა მდგომარეობაა წლევანდელ სეზონზე და გაკეთდა თუ არა რაიმე იმისთვის, რომ ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე უფრო მეტად პოპულარული გახდეს და იმ ბაზრებს, რომლებიც ჩვენს პროდუქციას არ იცნობენ, ქართული ღვინის კულტურა გავაცნოთ.