მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესში ცვლილება შევიდა

მღზვეველი

მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების 2015 წელს მიღებულ წესში ცვლილებები შევიდა.

დოკუმენტს დაემატა დარღვევათა ჩამონათვალი და შეიცვალა ვადები. თუმცა, უცვლელად დარჩა მზღვეველის მხრიდან წესის დაზღვევის შემთხვევაში ჯარიმა და ის კვლავ 10 000 ლარია.

ჯარიმის დაკისრების საფუძვლებს დაემატა შემდეგი მუხლები, რაც აქამდე კანონში არ იყო:

  • დაარღვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
  • დაარღვია „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;
  • დაარღვია „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ კანონის მოთხოვნები;
  • დაარღვია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები,“.

აღსრულება სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივაა. სამსახურში bm.ge-სთან განმარტეს, რომ ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები