მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზია [ამაღლობელი] დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს" - 14 ქვეყნის საელჩოს განცხადება

ბანერი
ფოტო: "პუბლიკა"

"მედიის თავისუფლების კოალიციის" წევრი 14 ქვეყნის საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. საერთო განცხადებაში ქვეყნები აცხადებენ, რომ "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა დაუსაბუთებელია და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, "მედიის თავისუფლების კოალიციის" წევრი ქვეყნები ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებას ითხოვენ.

"მედიის თავისუფლების კოალიციის წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს.

ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში. შეგახსენებთ, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს" - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 14 ქვეყნის საელჩო აწერს, კერძოდ, ავსტრიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის საელჩოები.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი მე-19 დღეა პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავს და შიმშილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები