მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მსვლელობა იმართება

მზია ამაღლობელი

ნეტგაზეთისა და "ბათუმელების" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის თავზე, თბილისში მსვლელობა იმართება. ჟურნალისტის და მედიამენეჯერის მხარდამჭერები თავდაპირველად მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2025 წლის აგვისტოში ორ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. უკვე ერთი წელია ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ქართული დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. გასულ წელს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.

აქცია რუსთაველზე/12.01.2026

დღეს, 12 იანვარს, განცხადება გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც (საია), რომელიც მზია ამაღლობელის უფლებებს დაკავების პირველივე დღიდან იცავს.

"ქართული მართლმსაჯულება აშკარად უგულებელყოფს მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებასა და საქმესთან დაკავშირებულ სხვა დარღვევებს. მზიას საქმეში სხვადასხვა დარღვევაზე სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულდეს", - აცხადებენ საიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები