ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ზე მზია ამაღლობელის წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ყველასთვის გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს.
ბრიტანულ The Guardian-ში „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის წერილი გამოქვეყნდა.
"მზია ამაღლობელის ციხიდან გამოგზავნილი ძლიერი წერილი ყველასთვის გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს.
საქართველო ავტორიტარული რეჟიმის მარწუხებშია, რომელსაც მხარს უჭერს ოლიგარქი, რომელმაც ფული რუსეთში იშოვა.
დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაში",- წერს ის X-ზე.




























