ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი მზია ამაღლობელისთის 2-წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
იგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს.
„ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს.
ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას ვიმეორებ, გაათავისუფლონ ის და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავისუფლად და არასაჭირო ჩარევის გარეშე მუშაობა, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით,” - წერს ო’ფლაჰერტი.
მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს. ბრალდება 351 მუხლით გადაკვალიფირდა.




























