მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზია ამაღლობელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

მზია ამაღლობელი

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

11-12 იანვარს "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები