მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზის ელექტროსადგურების პროექტებზე ვირტუალური სქემის გაუქმება განიხილება - Shine Energy

მზის პანელები

ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების მშენებლობა შესაძლოა შეფერხდეს. სემეკი მიკროსიმძლავრის მზის ელექტროსადგურებისთვის ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში დადგმული სიმძლავრის 500 კილოვატ/საათიდან 100 კილოვატ/საათამდე შემცირებაზე მსჯელობს, რასაც იმ არგუმენტით ხნის, რომ ნეტო აღრიცხვის პროექტმა განვითარების პიკს მიაღწია, შეივსო 14%-იანი ზღვარი, ეს სადგურები კი გამანაწილებელ ქსელში გარკვეულ პრობლემებს ქმნიან.

გარდა ამისა ირკვევა ისიც, რომ მარეგულირებელი 100 მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურებისთვის ვირტუალური სქემის გაუქმებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ თუ აქამდე ერთ წერტილში ხდებოდა მზის ენერგიის გამომუშავება, მას სხვა წერტილში ვეღარ ჩათვლი. კომპანია Shine Energy-ის დამფუძნებელი ნინო გადელია “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თუ სემეკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ მზის პროექტები შეფერხდება, რადგან აქამდე 90% სწორედ ვირტუალური მზის ელექტროსადგურების პროექტები შენდებოდა.

“ განიხილება მარეგულირებლის მხრიდან, რომ 100 კილოვატ/საათიან სადგურებზე ვირტუალური სქემა ჩაიხსნება. თუ ამ დრომდე ჩვენ შეგვეძლო ა წერტილში აგვეშენებინა მზის ელექტროსადგური და ბ წერტილში ჩაგვეთვალა ელექტროენერგია, ეს აღარ მოხდება. სწორედ ამ დეტალის გათვალისწინებით მოხდა ის, რომ 30 იანვარს უნდა ყოფილიყო სხდომა, რომლის თანახმადაც დადასტურდებოდა და 100 კილოვატზე შეგვიძლია მოთხოვნის გაგზავნა ენერგოპრო ჯორჯიაში, თუმცა რადგან ენერგოპროდან წამოვიდა უკუკავშირი, რომ 100 კილოვატ/საათი სიმძლავრის სადგურების განვითარდება, უკვე სემეკი დაფიქრდა და ეს სხდომა გადადო. ღრმად გვწამს, რომ სემეკი დათმობაზე წავა და ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ავაშენოთ 100 კილოვატ/საათი სიმძლავრის ვირტუალური მზის ელექტროსადგური, ენერგო-პროს ქსელში, მაგრამ დღეს ვართ მოლოდინის ეტაპზე.

ის, რომ 500-დან 100 კილოვატ/საათამდე მცირდებოდა ენერგო-პროს ქსელში სიმძლავრე, ამაზე ინფორმაცია გვაქვს ნოემბრის თვიდან, შესაბამისად ჩვენთან დაინტერესებული პირი რომ მოდიოდა ან გვიკავშირდებოდა ამ ინფორმაციას გავცემდით, თუმცა ვირტუალურ სქემასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია გავიგეთ რამდენიმე დღის წინ, შესაბამისად გამოდის, რომ ჩვენ რომ კონტრაქტორ კომპანიებთან გვქონდა მოლაპარაკებები,რომ თქვენ შეგიძლიათ 100 კილოვატის სიმძლავრის სადგური ააშენოთ ა წერტილში და ბ წერტილში ჩაუთვალოთ, ეს ხალხი წავიდა, სხვადასხვა ვალდებულება აიღო, მიწა შეიძინა, ეს ინფორმაცია კი იყო სიურპრიზი.

ეს ნიშნავს, რომ შეფერხდება პროექტები, რადგან დაახლოებით 90% და უფრო მეტიც კეთდებოდა ვირტუალური მზის ელექტროსადგურები. აქ ამოსავალია, რომ ვიცოდეთ საით მივდივართ. გვინდა მზის ელექტროსადგურები აშენდეს, გვინდა შენდებოდეს, თუმცა შეფერხებით, თუ გვინდა, რომ არ უნდა შენდებოდეს. გამორიცხულია, 1%-იანი რისკი თუ არსებობს დასაშვებობა, არ დასაშვებობის მე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ პროექტს ხელს არ მოვკიდებ",- აცხადებს ნინო გადელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები