"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კომპანია"სოლარ ფაუერ ჯორჯიამ" გაიმარჯვა. ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" გამარჯვებულს, საკუთარი შვილობილი "საქართველოს მზის კომპანიის" 90%-იან წილს გადასცემს. რაც შეეხება პროექტის მახასიათებლებს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე მზის ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ იქნება, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი - 6 მილიონ 900 ათასი კილოვატსაათი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარია.