მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზის ენერგიაში ინვესტირება გამარტივდა - "შაინ ენერჯი"

ნინა გადელია

მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ „აწარმოე საქართველოში“-ს ახალი პირობების მიხედვით, მზის ელექტროსადგურებისთვის სესხის სუბსიდირება მოხდება 5%-ის ოდენობით, ხოლო დამატებით დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ 10%-იანი ქეშბექი. ეს მექანიზმი რეალურ სტიმულს აძლევს მომხმარებლებს, შეამცირონ ფინანსური ხარჯები და უფრო მარტივად განახორციელონ მზის ელექტროსადგურების პროექტები.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბაზარზე რეგულაციების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება: ნეტო აღრიცხვის მოდელი ‘’ენერგო პროს ‘’ არეალში აღარ მოქმედებს და ამ ეტაპზე იგი მხოლოდ ’’ თელასის ‘’ განაწილების არეალში რჩება. თბილისში, თელასის არეალში ათვისებულია პიკური დატვირთვის 13% -მდე, 20 % -დან. ის, ვინც "ენერგო პროს" არეალში მოასწრო ნებართვის მიღება, კვლავ ისარგებლებს ნეტო აღრიცხვის სიკეთეებით, ხოლო სხვა დაინტერესებული პირებისთვის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება ნეტო დარიცხვის ახალი სქემა.

ნეტო დარიცხვა გულისხმობს, რომ ქსელში გადადინებული ნებისმიერი კილოვატი, ჭარბად მიწოდებულ ელექტროენერგიად ჩაითვლება, რომელიც ავტომატურად შესყიდული იქნება გამანაწილებელი ლიცენზიანტის მიერ. მოხმარების ობიექტის მიზანი უნდა იყოს, რომ მყისიერად მოიხმაროს ელექტროენერგია და არ მოხდეს ქსელში გადადინება.

ეს ცვლილებები ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორი გადადის ახალ ეტაპზე. მზის ენერგიის მიმართ ინტერესი სწრაფად იზრდება, სადაც მნიშვნელოვანია რომ კანონმდებლობა და პროცესები ერგებოდეს ბაზრის დინამიკას - აცხადებს ნინო გადელია, „Shine Energy“-ს დამფუძნებელი.

*შაინ ენერჯი - მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 2023 წლიდან;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები