ექსპერიმენტული თვითმფრინავი Solar Impulse 2, რომელიც ფრენისთვის მხოლოდ მზის ენერგიას იყენებს, დედამიწის გარშემო მოგზაურობის ფარგლებში ფენიქსიდან (აშშ_ს შტატი, არიზონა) ტალსუმდე (ოკლაჰომა) იფრინა. როგორც ფრენის ორგანიზატორები იტყობინებიან, თვითმფრინავი ჰაერში 18 საათის და 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. Solar Impulse 2-ის საჭესთან პილოტი ბერტრან პიკარი იმყოფებოდა და მან 1570 კილომეტრი დაფარა.
"ახლა ჩვენი მიზანია, რომ ფრენა ნიუ-იორკამდე რაც შეიძლება მალე განხორციელდეს და გადავკვეთოთ ატლანტიკის ოკეანე", - აღნიშნავენ ფრენის ორგანიზატორები. პროექტის ორგანიზატორები გეგმავენ მზის ელემენტებით ფრენის ხანგრძლივობაში რეკორდი დაამყარონ.
მფრინავმა უკვე მოახერხა რამდენიმე რეკორდის დამყარება Solar Impulse-ის საშუალებით, იაპონიიდან ჰავაიზე გაფრენისას, როდესაც 118 საათში 8 ათასი კილომეტრი დაფარა. ამას გარდა საფრენმა აპარატმა დაამყარა აბსოლუტური რეკორდი ჰაერში ყოფნისას, ისე რომ დამატებითი ენერგია არ მიუღია. Solar Impulse 2 17 ათასი მზის ელემენტით არის აღჭურვილი. თვითმფრინავის წონა 2,3 ტონას აღწევს.