მზის ენერგიის წლიური პოტენციალი საქართველოში 34 ათასი ტონა პირობითი სათბობის ეკვივალენტურია. ენერგეტიკი სამინისტროს 2016-2025 წლების სტრატეგიის მიხედვით, ცხელ პერიოდში მზის პირდაპირი რადიაციის მიხედვით, საქართველო ტერიტორია დაყოფილია 14 რაიონად, აქედან მზის ენერგიის მისაღებად ყველაზე პერსპექტიულია იორის ზეგანი, ხოლო ყველაზე ნაკლებ პერსპექტიული - შავი ზღვის სანაპირო.
"საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობდან გამომდინარე, მზის ეფექტური და ხანგრძლივი გამოსხივება საკმაოდ მაღალია. ქვეყნის უმეტეს ნაწლში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა დაახლოებით 1900-22007 საათია. ამასთან, მუშა საათების რაოდენობა ზამთარში 10-15%-ს, ხოლო ზაფხულში - 30-35%-ს შეადგენს. მზის ჯამური წლიური რადიაცია რეგიონების მიხედვით 1300-2500 კვტ.სთ/მ² დიაპაზონში მერყეობს. მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში 34 ათასი ტონა პირობითი სათბობის ეკვივალენტურია. მიუხედავად იმისა, რომ მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული სოფლების ენერგიით მომარაგებისთვის საქართველოს პირობებში ოპტიმალურ ვარიანტს მზის ენერგიის ფოტოელექტრული გარდამქმნელების ბაზაზე მომუშავე ავტონომიური მიკროელექტროსადგურები წარმოადგენს, ქვეყანაში მზის პოტენციალი მცირედ არის ათვისებული“, - ვკითხულობთ სტრატეგიაში.

























