სემეკი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში დადგმული სიმძლავრის შემცირებაზე მსჯელობს. საუბარია მზის სადგურებზე, რომელთა დასაშვები დადგმული სიმძლავრე დღეს თუ 500 კვტ/სთ-ია შემცირდეს 5-ჯერ, 100 კვტ/სთ-მდე. მათი განმარტებით, ნეტო აღრიცხვის პროექტმა განვითარების პიკს უკვე მიაღწია და ბაზარზე 14%-იანი ლიმიტიც შეივსო, რაც გამანაწილებელი კომპანიებისთვის გარკვეულ პრობლემებს უქმნის.
ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი შესაძლო ცვლილებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ის მოთხოვნას შეამცირებს და დარგს საინვესტიციოდ ნაკლებად მიმზიდველს გახდის.
სტუმარი: თორნიკე დარჯანია - საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი;