მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მზიურის" მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება - რა პირობით გადაეცა ინვესტორს მიწა 20 წლით?

3434

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „მზიურის“ მიმდებარედ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება.

კერძოდ, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს „სპორტის აკადემია 2025“-ს, 20-წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

მეწარმეთა რეესტრის თანახმად, შპს „სპორტის აკადემია 2025" მიმდინარე წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და მფლობელი ბერდია ბანძელაძეა.

პირობების მიხედვით, ინვესტორი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები, პადელის კორტები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

„დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროგრამაში. მონაწილე უნდა იყოს ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ან განვითარების საინვესტიციო პროექტს. დაინტერესებულ პირებს ოც წლიან სარგებლობაში გადაეცემათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის საფასური განისაზღვრება ჯამურად 1 ლარის ოდენობით, ხოლო მე-11 და ყოველი მომდევნო წლისთვის საფასური განისაზღვრება იმ დროისთვის არსებული საბაზრო ღირებულების შესაბამისად“, - განაცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები