მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნაბეღლავი" RAUCH-ის ფირმის ნატურალური წვენების წარმოებას იწყებს

586393bd61bab
სალომე მეცხვარიშვილი
28.12.16 16:05
3986
კომპანია "წყალი მარგებელი", რომელიც მინერალურ წყალ "ნაბეღლავსა" და "ბახმაროს" ასხამს, წვენების წარმოებას იწყებს. ნატურალური წვენები და გაზიანი სასმელები გურიის რეგიონში მდებარე ნაბეღლავის ქარხანაში ჩამოისხმევა და Rauch-ის ბრენდის ქვეშ გამოვა. "წყალმა მარგებელმა" ფრენჩაიზი ავსტრიული კომპანია Rauch-სგან შეიძინა, რომელის თითქმის ერთი საუკუნეა არსებობს და სხვადასხვა ნატურალურ წვენს ასხამს.

როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანია "წყალი მარგებელის“ ხელმძღვანელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა განუცხადა, ახალი პროდუქტი ბაზარზე 2017 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება, თუმცა, საქონლის ძირითადი ნაწილი ექპსორტზე იქნება ორიენტირებული.

ხილს ნატურალური წვენებისთვის კომპანია ადგილობრივ ბაზარზე შეისყიდის, სამომავლოდ კი საკუთარი ბაღების გაშენებას აპირებს. სვიმონიშვილის თქმით, მომავალ წელს სურთ, რომ დაახლოებით 70 ჰა ბაღები გააშენონ, სადაც ატამს, ქლიავს, შავ ქლიავს და სხვადასხვა ხეხილს მოიყვანენ.

კომპანიის ხელმძღვანელის ცნობით, გასაღების ძირითადი ბაზარი პირველ ეტაპზე დსთ-ს ქვეყნები იქნება.

ქარხანაში, რომელშიც ახალი პროდუქცია უნდა აწარმოონ, ინვესტიციის სახით 32 მილიონი ევრო ჩაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები