"წყალი მარგებელის" 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანა ივნისში გაიხსნება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა "საქმის კურსს" განუცხადა, ახალ ქარხანაში წარმოებული პროდუქცია პირველად ბაზარზე სწორედ ზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება.
ავთანდილ სვიმონიშვილის ინფორმაციით, ამჟამად ქარხანაში დანადგარების მონტაჟი და სატესტო რეჟიმში უალკოჰოლო სასმელების ჩამოსხმა მიმდინარეობს.
უკვე ტრადიციული პროდუქციის გარდა, ადგილზე ჩამოისხმევა ავსტრიული ბრენდის RAUCH-ის ნატურალური წევნები და ნექტარები.
როგორც ავთანდილ სვიმონიშვილი აცხადებს, პროდუქცია ძირითადად საექსპორტოდ იქნება გათვალისწინებული. "წყალი მარგებელი" პროდუქციის გატანას ძირითადად დსთ-ს ქვეყნებში აპირებს, თუმცა, განიხლება აღმოსავლეთის ბაზრებიც, როგორიცაა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, არაბეთის გაერთანებული საემიროებიდა ა.შ.
ქარხანა, გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში, ნაბეღლავის ძველი ქარხნის გვერდით მდებარეობს.
"წყალი მარგებელი" ამჟამად ასხამს "ნაბეღლავის" მინერალურ წყალს და მტკნარ წყალს "ბახმარო".

























