მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი ანალიტიკურ ორგანიზაცია “ჯეოქეისთან” ერთად აგრძელებს „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ მეორე ფაზას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირებას. ეს გახლავთ პრეცედენტი თანამშრომლობის, რომელიც ცხადყოფს, რომ განსხვავებული შეხედულებების მქონე ორ მხარეს შეუძლია გამოწვევების წინაშე საერთო ხედვის შემუშავება და თანამშრომლობა.

პროექტის II ეტაპი მიზნად ისახავს აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრების ჩართულობის გაზრდას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების შემდგომ ჩართულობას დეპოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირების პროცესში. პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობები: თემატური დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და აკადემიურ წრეებთან ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის შესახებ.

შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 9 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი,თელავი, ახალქალაქი, ახალციხე, გორი, მარნეული; შეხვედრები გაიმართა-ახალქალაქში და ზუგდიდში. მარტის განმავლობაში გაგრძელდება შეხვედრები დარჩენილ ქალაქებში.

პროექტის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები მედია მენეჯერებთან ; ჩატარდება ტრენინგები ჟურნალისტებისთვის პოლარიზაციის მნიშვნელობაზე; პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

სტუმრები: თორნიკე შარაშენიძე - GSAC-ის თანადამფუძნებელი, დოქტორი;

გიორგი ანთაძე - "ჯეოქეისის" თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები