მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნაცმოძრაობა" გახარიას გადადგომას ითხოვს, "ევროპული საქართველო" კი, მინისტრს პარლამენტში იბარებს

5c7d02f31e37f
სალომე მეცხვარიშვილი
04.03.19 14:48
1610
„ნაციონალური მოძრაობა“ შს მინისტრის გადადგომას ითხოვს, ევროპული საქართველო კი, გახარიას პარლამენტში იბარებს.

შესაბამისი განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ და "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ბაქრაძემ გააკეთეს.

"გახარიას ჰქონდა ბევრი მოთხოვნა, როგორც ჩანს, პოლიტიკური ხასიათისაც და ამ მოთხოვნებს ის წერდა წერილობითი სახით. შანტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს. ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე. წარმოუდგენელი ძალადობა. დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და ბატონი გახარია გადადგეს", - აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველო“ კი, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

"პირველი და სასწრაფო, რასაც მოვითხოვთ არის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა და მუსგან საჯარო პასუხის გაცემა იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რაც გაისმა ბატონ გახარიას მისამართით.

ასევე შესასწავლია მთელი საქმე, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის, მარეგულირებლის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და სხვა უწყებების როლი იმ უკანონო ქმედებების ორკესტრირებულ ჯაჭვში, რომელსაც ადგილი ჰქონდა თიბისი ბანკის და მისი აქციონერების წინააღნდეგ", - აცხადებს დავით ბაქრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები