მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნადი გრუპი“ ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების წარმოებას 2022 წლიდან დაიწყებს

617a9e7f93ee0
მარიამ იზორია
29.10.21 09:00
2547
ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია „ნადი გრუპი“ სოფელ ხიბულაში 2 მლნ ევროს ინვესტიციით ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების საწარმოს აშენებს, რომელსაც 2022 წლის გაზაფხულში აამოქმედებს.

„ნადი გრუპის“ დამფუძნებელი მერაბ ნადარაია bm.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს იქნება დიდი წარმადობის საწარმო, რომელიც საწყისს ეტაპზე - 600 ტონას, საბოლოოდ, კი 3 000 ტონამდე ლოკოკინას გადაამუშავებს.

„ახლა პროექტირების ეტაპი გვაქვს, დეტალებს პარტნიორებთან და დანადგარების მომწოდებელ კომპანიასთან ვათანხმებთ. ამის შემდეგ დავიწყებთ მშენებლობას, პროდუქტის რეალიზებას ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ჩინეთსა და აშშ-ში, ასევე მცირე მოცულობით საქართველოშიც ვგეგმავთ. რაც შეეხება დასაქმებულების რაოდენობას, 2 უცხოელი ექსპერტისა და 80 ადგილობრივი კადრის დასაქმებას ვაპირებთ“, - ამბობს მერაბ ნადარაია.

ინფორმაციისთვის: ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპმა“ ხობში 2017 წელს 1,8 მლნ ლარის ინვესტიციით გააშენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები