მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნადი გრუპი“ შემოდგომაზე ჩინეთში ექსპორტზე 100 ტონა ლოკოკინას გაიტანს

60a7e96e36c9d
მარიამ იზორია
22.05.21 00:00
2896
ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია „ნადი გრუპი“ შემოდგომაზე მოსავლის აღებისთანავე 100 ტონა ლოკოკინას ექსპორტზე ჩინეთში გაიტანს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მერაბ ნადარია bm.ge-სთან ყვება, ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე კარგი სარეალიზაციო ბაზარი ექნებათ.

„ჩინეთში კომუნიკაცია რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს, მათგან ჩვენი ლოკოკინების შეძენის სურვილი ყველამ გამოთქვა, შეთანხმების საფუძველზე წელს ჩინეთში 100 ტონა ლოკოკინას გავიტანთ, საექსპორტო ბაზრის გაფართოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებები საფრანგეთთან და ინგლისთანაც გვაქვს“, - ამბობს ნადარაია.

„ნადი გრუპის“ დამფუძნებელმა პანდემიის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწარმოს აშენების პროცესს ხელი შეეშალა.

„მოგეხსენებათ ლოკოკინის ხორცის საწარმოს აშენებას ვაპირებთ, პანდემიის გამო კი ჩვენი პარტნიორები ვერ ჩამოვიდნენ და პროცესი შეფერხდა, ახლა პროექტირების ეტაპზე ვართ და მშენებლობას, სავარაუდოდ, ზაფხულში დავიწყებთ“ - აცხადებს „ნადი გრუპის“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ნადი გრუპი“ საქართველოში ლოკოკინის ფერმების ხელშემწყობია, კომპანიის „ქოლგის“ ქვეშ უკვე 50 ფერმერია, მერაბ ნადარაიას თქმით, წელს საქართველოს მასშტაბით უკვე 70-მდე ლოკოკინის ფერმა იქნება გაშენებული.

ცნობისთვის: ლოკოკინების ფერმა ხობში 2017 წელს 1,8 მლნ ლარის ინვესტიციით გაშენდა, კომპანია „ნადი გრუპს“ ლოკოკინები ექსპორტზე იტალიაში გააქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები