მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნაძალადევში დაზიანებული მილების გამო წყალმომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს შეუწყდება

589b1c0f1c623
BM.GE
08.02.17 17:21
1146
"ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-4 მიკრორაიონში, N154-ე სკოლის მიმდებარედ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურ-აღდგენითი ჯგუფები ურთულეს სამუშაოებს ასრულებენ. დაზიანება, თემქის მე-4 მიკრორაინში, 900 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალურ ქსელზეა, რაც ბოლო პერიოდში ტემპერტურის მკვეთრი ვარდნის ფონზე ქსელის დეფორმაციამ გამოიწვია",- ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

მათი ცნობით, წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი 3 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. ფოლადის მაგისტრალური ქსელის მთლიანობის აღსადგენად ტექნიკური ჯგუფები შედუღებით სამუშაოებს ჩაატარებენ.

ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 8 თებერვალს, საღამოს 20:00 საათიდან, ხვალ, 9 თებერვლის, 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის რაიონში: გმირ კურსანტთა ქუჩას; ნაძალადევის რაიონში:
გურამიშვილის გამზირის ნაწილს, სანზონის დასახლების ნაწილს, ცოტნე დადიანის, თიანეთის, ჩარგლის ქუჩების ნაწილს და გვაზაურის მე-2 გასავალს.ჟინვალის, ზიგზაგის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, მეუნარგიას, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები