მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს უწყვეტი წყალმომარაგება 2025 წლის ბოლოდან ექნება - მინისტრის ანგარიში

წყალი GWP

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დაფარვის არეალში არსებული ქალაქების სრულ მოსახლეობას 24-საათიან, სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე წვდომა 2025 წლის ბოლოსთვის ექნება. ამის შესახებ მან პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატით უწყების 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები გასულ წელს ქვეყნის 200-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთლიანობაში წყალმომარაგება და წყალარინება გამოწვევად რჩება.

"ამავე წელს პროექტები დასრულდა ქვეყნის 38 მდებარეობაში, რის შედეგადაც, 140 000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი 24-საათიანი წყალმომარაგებით, რომელთაგან 40 ათასს ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა 24-საათიან ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე. წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარებისათვის პროექტები 2023 წელსაც გრძელდება. ამ დროისათვის 3 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები მიმდინარეობს, მათ შორის, ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ხაშური, ფოთი, მარნეული, ბოლნისი, ლანჩხუთი, ოზურგეთი და ა.შ. წყალმომარაგების ეტაპობრივი გაუმჯობესების მიზნით, პარალელურად, გაგრძელდება და დაიწყება ახალი პროექტები დაბებში, 3 სოფელსა და კურორტებზე. შედეგად, 2025 წლის ბოლოსთვის "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დაფარვის არეალში არსებული ქალაქების სრულ მოსახლეობას წვდომა 24 საათიან, სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე ექნება", - აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, 2022 წელს სახელმწიფოს მიერ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის" გამოყოფილი ფინანსური რესურსის ოდენობამ 445.5 მილიონი ლარი შეადგინა, რომელიც კომპანიამ 101%-ით შეასრულა. კომპანიის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი 2023 წელს 520 მილიონ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები