მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაკრას ხეობაში, კომპანია "ნენსკრა ჰიდრომ" მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები განახორციელა

BM.GE
30.04.20 00:22
879
სვანეთში, ნაკრას ხეობაში, კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები განახორციელა. პროექტზე მუშაობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. თავდაპირველად ხეობის გეოლოგიური შესწავლა მოხდა და პროექტირება გაკეთდა, 2019 წლის გაზაფხულზე კი ტენდერი ჩატარდა და სამუშაოებიც შესრულდა. პროექტი 250 ათასი ლარი დაჯდა. შედეგად, ამ გაზაფხულზე, წყალდიდობის შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა დაცული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები