კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო. საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორს-მაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამახვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული. ირაკლი კობახიძემ გუშინ "ნამახვანჰესის" პროექტს "აბსოლუტურად გამართული" უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს.დავის წაგებასა და პროექტის ჩავარდნაში კი არასამთავრობოები დაადანაშაულა. პრემიერის განცხადების საპირისპიროდ ენკას მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავის მოგებასა და 383 მილიონი დოლარის დაკისრებაზე პასუხისმგებლობას ექსპერტებისა და ბიზნესის ნაწილი სრულად მთავრობას აკისრებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბრალი როგორც მესამე სექტორს, ისე ხელისუფლებას ეკისრება.